ბიზნესი
09/06/2020

ირაკლი ბურდილაძე: ანტიკრიზისული გეგმის გარეშე სამშენებლო სექტორს დასაქმებულთა მკვეთრი შემცირება მოუწევდა

25 ათასი დაკარგული სამუშაო ადგილი მხოლოდ თბილისში -  m2-ის გათვლებით მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის გარეშე სამშენებლო სექტორი დასაქმებულების ოდენობას მკვეთრად შეამცირებდა, - ამის შესახებ "m2 უძრავი ქონების“ თანადირექტორმა გადაცემა ბიზნესპარტნიორის ოთხეულში ისაუბრა.

ირაკლი ბურდილაძის განმარტებით, 25 ათასი დასაქმებული ხელფასის სახით ყოველთვიურად საშუალოდ 25 მილიონ ლარს იღებს, რაც თავისთავად გავლენას მოახდენდა ეკონომიკაზე.

მისივე თქმით, მთავრობის გეგმა სამშენებლო სექტორის სუბსიდირებასთან დაკავშირებით ხარჯვის ნაწილთან შედარებით გაცილებით მეტ ბენეფიტს მოიტანს.

ირაკლი ბურდილაძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა ისეთივე დამღუპველია ეკონომიკისთვის როგორც ფასების მკვეთრი ვარდნა.  გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევააა, როდესაც პროდუქტის ღირებულება ჯანსაღი კონკურენციიის პირობებში მცირდება. 

Businesspartner