ბიზნესი
18/05/2022

ირაკლი ლექვინაძე: საწვავის ბაზარზე კონკურენტული პრესისთვის მცირე ქსელები უნდა გაძლიერდეს

საწვავის ფასები საკმაოდ მაღალია საერთაშორსო ბაზარზე, ამ ფონზე მთავრობა და საწვავის იმპორტიორები საწვავის იაფი წყაროებიდან მომარაგების გზებს ეძებენ. 

"ვიმედოვნებ, რომ იაფი რესურსებისა და წყაროების მოძიებით და იმ საკითხების გათვალისწინებით, რაც დღეს ჩვენ გავიარეთ მოსახლეობისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული," – განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ საწვავის იმპორტიორებთან შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ბუნებრივია კომპანიებსაც აქვთ საკუთარი არგუმენტი ფასებთან დაკავშირებით, თუმცა მიაჩნია, რომ აპრილის თვეში შესაძლებელი იყო საწყვავზე თუნდაც მცირედ კორექტირებული ფასი ყოფილიყო.

"გავაგრძელებთ საწვავის ბაზრის მონიტორინგს და ვიმუშავებთ რეკომენდაციებზე, რომლებმაც შესაძლოა გააუმჯობესოს ბაზარი, კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, ამასთან მნიშვნელოვანია მცირე ქსელების როლიც, მათ უნდა გააძლიერონ საკუთარი პოზიციები, იმისათვის, რომ უფრო მეტი კონკურენტული პრესი არსებობდეს მცირე და მსხვილ ქსელებს შორის, რაც ნიშნავს ბევრად მისაღებ ფასებს მოქალაქეებისთვის," – აღნიშნავს ლექვინაძე. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე სხვა საკითხებზე მათ შორის აქციზზე საუბარი არ ყოფილა და მხოლოდ კონკურენციის საააგენტოს მიერ მომზადებული მონიტორინგის შედეგები განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ საწვავზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს ბაზრის შესწავლა და შუალედური ანგარიშის წარდგენა დაავალა. როგორც მოგვიანებით კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, მსხვილ კომპანიებს ფასების შემცირების რესურსი ჰქონდათ. 

Businesspartner