ბიზნესი
19/07/2020

"ისთ გეით ჯგუფი“ COVID-19-ით მიყენებულ ზარალს ითვლის

„ისთ გეით ჯგუფი“ კორონავირუსის პანდემიით მიყენებულ ზარალს ითვლის.

კომპანიას, რომელიც ქვეყანაში არსებულ რამდენიმე სექტორში საქმიანობს, პრობლემები არაერთი მიმართულებით შეექმნა. მათ შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკის, უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით.

კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი ჯერჯერობით უჭირთ და ამბობენ, რომ ვითარებას კიდევ რამდენიმე თვე დააკვირდებიან. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი იაშვილის განმარტებით, შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, „ისთ გეით ჯგუფმა“ ყველა სამუშაო ადგილის შენარჩუნება შეძლო. კომპანიაში პრგნოზების გაკეთება უჭირთ. მიზეზი არსებული ჯერ კიდევ ბუნდოვანი გარემოა.

 

Businesspartner