ბიზნესი
14/03/2023

IT სექტორში მდედრობითი და მამრობითი სქესის მედიანური შემოსავლები გათანაბრებულია

IT სექტორში მდედრობითი და მამრობითი სქესის მედიანური შემოსავლები გათანაბრებულია. ამის შესახებ საუბარია TechSurvey 2022-ის ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, მდედრობითი სქესის საშუალო/მედიანური შემოსავალი 4500 ლარია, რაც მთლიან საშუალო/მედიანურ შემოსავალზე მეტია ან ტოლია.

კვლევაში 376-მა პირმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი 9% იყო. ამასთან, აღსანიშავია რომ, 2021 წელს IT სექტორში დასაქმებული ქალების ანაზღაურება, მამაკაცების ანაზღაურებას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა.

ცნობისთვის, TechSurvey კვლევა 2018 წლიდან ტარდება.

Businesspartner