ბიზნესი
30/03/2021

ივა ჭყონია: Carrfour-ს დისტრიბუტორები ₾500 000-მდე თანხას ედავებიან

ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელ Carrfour-ს ქართველი დისტრიბუტორები სასამართლოში ნახევარი მილიონი ლარის ზარალზე ედავებიან. 

როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონიამ “ბიზნესპარტნორს“ განუცხადა, რაც შეეხება Carrfour-ის მიმდინარე დავალიანებას სადისტრიბუციო კომპანიებისთვის, მისი მოცულობა ჯამში ათობით მილიონი ლარია.

„აქ არ არის ვალადაგადაცილებულზე საუბარი, ეს ჩვეულებრივი თემაა, რასაც ვერ ვიტყვით იმაზე, რაზეც დავა დაიწყება სასამართლოში,“ - აცხადებს ჭყონია.

შეგახსენებთ, ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები  Carrfour-ს  სასამართლოში უჩივიან. საუბარია რამდენიმე სარჩელზე. ქსელი კომპანიებს პროდუქციის ღირებულების თანხას დროულად არ ურიცხავს. მეორე მხრივ კი დამატებით ირეალურ საკომისიოებს არიცხავენ.

 

Businesspartner