ბიზნესი
17/03/2020

ივა ჭყონია: იმპორტირებულ პროდუქციას დეზინფექცია უტარდება

რისკის მქონე ქვეყნიდან შემოტანილ პროდუქციას დეზინფექცია უტარდება, – ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გადაცემა ბიზნესპარტნიორში განაცხადა.

ივა ჭყონიამ ლოგისტიკურად აწყობილ სისტემაზე აღნიშნა და განმარტა, რომ პროდუქციით მაღაზიების მომარაგების პრობლემა დღის წესრიგში არ დგას.

„ლოგისტიკასთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ, შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, რომლის მუშაობაში სახელმწიფო უწყებებია ჩართული. უცხოეთის ქვეყნებიდან პროდუქციის შემოტანა პრობლემა არ არის, მათ შორის რისკ-ქვეყნებიდან, იქნება ეს საფრანგეთი, იტალია თუ ავსტრია. როდესაც პროდუქცია საზღვარზე შემოდის აქ ხდება მისი გაკონტროლება, პროდუქცია მიაქვს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საპატრულო ეკიპაჟს, შემდეგ ხდება იმპორტიორი კომპანიის კუთვნილ მანქანაში გადაცლა, შემდეგ კი ხდება მისი დეზინფექცია და ამის შემდეგ მიდის საწყობში,“ – განაცხადა ივა ჭყონიამ.

ივა ჭყონია ამბობს,რომ 99%-ით დარწმნუნებულია, რომ სიტუაცია მკვეთრადს არ გაუარესდება, თუმცა კომპანიები ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან და მთავრობასთან კოორდინაციაში სხვადასხვა საკითხი განიხილება.

მისი თქმით, ლოგისტკური ჯაჭვი ოპერატიულად ამოქმედდა.

Businesspartner