ბიზნესი
10/06/2021

ივანე მაჭავარიანი IDS ბორჯომი საქართველოს გენერალურ დირექტორად დაინიშნა

ფინანსთა ექსმინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა კერძო ბიზნესში გადაინაცვლა.

ივანე მაჭავარიანი კომპანია IDS ბორჯომის საქართველოს გენერალური დირექტორად დაინიშნა და კომპანიაში საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

კომპანიის განცხადებით, საკადრო ცვლილება, კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება.

ივანე მაჭავარიანი თბილისში, 1974 წლის 11 თებერვალს დაიბადა. პროფესიული კარიერა მან კომპანია „ჯეოსელში“ 1997 წელს დაიწყო, სადაც 21 წლის განმავლობაში, სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე იმუშავა. 2018 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 მარტამდე, ივანე მაჭავარიანი საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ხოლო 2021 წლის 25 თებერვლიდან, ვიცე პრემიერის თანამდებობას იკავებდა.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები