ბიზნესი
11/03/2021

"ჯიპიაი ჰოლდინგი" თავის დაზღვეულებს COVID ვაქცინაციას შესთავაზებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ თავის დაზღვეულებს COVID ვაქცინაციას შესთავაზებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი თინა სტამბოლიშვილი საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ვაქცინაცია საწყის ეტაპზე დაიწყება „ჯიპიაი ჰოლდინგის“ თანამშრომლებიდან და გაგრძელდება კორპორატიულ მიმართულებაზე.

„რამდენიმე ბიზნეს ჯგუფი ელაპარაკება მწარმოებელს, რომ მოხდეს ვაქცინის კომერციულად შემოტანა. გვინდა, მზად ვიყოთ და ვიცოდეთ, რა რაოდენობა შევუკვეთოთ. ამიტომ ახლა მოთხოვნის დადგენის პროცესში ვართ, რათა ავცრათ ჩვენი თანამშრომლები და შეღავათიანი პირობებით შევთავაზოთ დაზღვეული ორგანიზაციების თანამშრომლებს,“ - აცხადებს სტამბოლიშვილი.

მისი ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით ვაქცინაცია ინდივიდუალურ დაზღვეულებზე არ გავრცელდება.

„ვინაიდან სახელმწიფოს ახლა პრიორიტეტში ჰყავს რისკ ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი, ეს პროცესი გაჭიანურდება. ადამიანების სხვა ნაწილისთვის კი ალბათ წლის ბოლოს ან მომავალ წლის დასაწყისში ექნება ხელმისაწვდომი. ამიტომ, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ვაქცინაცია,“ - აცხადებს სტამბოლიშვილი.

მისივე ინფორმაციით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ვაქცინაციის პროცესის დაწყების თარიღს სავარაუდოდ მარტის ბოლოს გაიგებს.

როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ პარტიას კვირის ბოლოდან მიიღებს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 13 მარტიდან საქართველო AstraZeneca-ს ვაქცინებს ეტაპობრივად მიიღებს.

 

Businesspartner