ბიზნესი
28/12/2020

"ქართლი ტექსტილის" საწარმო რუსთავში ამოქმედდა

რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა და გაცხადებული ინფორმაციის მიხედვით, წლის ბოლომდე 4000-მდე ადამიანი დასაქმდება.

საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია.

"ჩვენი მიდგომები, ბიზნესთან, ინვესტორთან, უნდა იყოს ახალი, სხვანაირი, რადგან ქვეყნისთვის დღეს თითოეული სამუშაო ადგილი არის უაღრესად დიდი ღირებულების მატარებელი და არათუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, არამედ არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დღეს არის მთავრობის უპირველესი ამოცანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ საწარმოს გახსნაზე და ინვესტორს მადლობა გადაუხადა. 

„ქართლი ტექსტილის“ საწარმო თურქული ინვესტიციით შეიქმნა. საწარმოში დასაქმებულთა შორის 90% ქალია.

კომპანია „ქართლი ტექსტილს“ სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. 

კომპანია „აჭარა ტექსტილი“ წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armour. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

 

 

Businesspartner