ბიზნესი
17/09/2020

"ქართულ კალათას" პანდემიამ გაყიდვები 90%-ით შეუმცირა

„ქართული კალათა“ პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

კომპანიის დამფუძნებელი ვაკო ელისაბედაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ გაყიდვების მაჩვენებელი 90%-ით შემცირდა.    

„პანდემიამ სრულიად გაგვაჩერა, თბილისში 3 მაღაზია დავკეტეთ და დავტოვეთ მხოლოდ ერთი. Duty free–ში ვმუშაობდით, რომელიც ასევე გაჩერებულია. ამის გამო მინიმუმ 1 წელი გაფართოებას არ ვგეგმავთ. ჯერჯერობით ვუმკლავდებით, თუმცა ვნახოთ რა იქნება,“ – აღნიშნავს ვაკო ელისაბედაშვილი.

„ქართული კალათა“ პროდუქტების მაღზიაა, რომელიც სასაჩუქრე ფორმით წარმოადგენს ქართული წარმოების ნაირსახეობებს, მათ შორისაა ყველი, ჩაი, ტყემალი, სანელებლები და ა.შ. ძირითადად გათვლილია უცხოელ ტურისტებსა და ქართველებზე, რომლებიც მიდიან საზღვარგარეთ.

 

Businesspartner