ბიზნესი
29/09/2020

ქართული კომპანია, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების პროდუქტებს აწარმოებს - EBRD-ი "ელ პლიუსზე" წერს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კომპანია "ელ პლიუსი" პირველი კომპანიაა, რომელიც ცეცხლმაქრებს და ხანძრისთვის სხვა საჭირო ინვენტარს აწარმოებს. კომპანიის წარმატებაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) წერს.

"ყველაფერი დაიწყო ხარისხის მართვის სისტემის დანერგვით მას შემდეგ რაც EBRD-ი შეუერთდა კომპანიას ადგილობრივ კონსულტანტთან ერთად HR–ის და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით. ამავდროულად, კომპანიამ დაიწყო გრძელვადიანი ოცნების ასრულება - ცეცხლსაქრობების წარმოება საქართველოში," – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი პაატა ჭუმბურიძე.

EBRD–სგან EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ფარგლებში გაცემული სესხით, კომპანია "ელ პლიუსმა" შეძლო საჭირო ტექნიკის შეძენა და ყველა მოწყობილობა ევროპულ სტანდარტებს შეუსაბამა.

„თავიდანვე ჩვენი ყურადღება ევროპული ხარისხისკენ იყო მიმართული. ყველა სპეციფიკაცია და სტანდარტი უმაღლესი ხარისხისაა. ადგილობრივი ბაზრის შემდეგ, ჩვენი მიზანია ევროპაში გასვლა. პროცესი არის ხანგრძლივი და შრომატევადი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ კომპანიის თითოეული თანამშრომელი საქმეს დიდი პასუხისმგებლობით უდგება. კომპანია ასევე  აწარმოებს ხანძარსაწინააღმდეგო კარებს, აქსესუარებს სახლებისა და ოფისებისთვის,“ – ამბობს პაატა ჭუმბურიძე.

"ელ პლიუსი" ჯერ კიდევ 2005 წელს დაარსდა და დაიწყო სახანძრო უსაფრთხოების აპარატების და სახანძრო სიგნალების შემოტანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

თბილისში და ზღვისპირა ქალაქ ბათუმში ორი მაღაზიით კომპანია ემსახურება როგორც საჯარო დაწესებულებებს, ასევე კერძო კომპანიებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტს, სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებსა და საცხოვრებელ კომპლექსებს.

„სახანძრო უსაფრთხოების წესები უნდა ისწავლებოდეს ჩვენს სკოლებში. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ამას და როდესაც შეგვიძლია ვატარებთ ტრენინგების დაინტერესებული პირებისთვის, სადაც ვასწავლით თუ როგორ უნდა გამოიყენონ ცეცხლმაქრი. გლობალური პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ უკვე დაიწყო სრული წარმოება. ჩვენი გეგმები გრანდიოზულია,“– ამბობს "ელ პლიუსის" დამფუძნებელი.

Businesspartner