ბიზნესი
22/03/2022

ქართული ოქრო შვეიცარიასა და გერმანიაში იყიდება

ქართული ოქროს ძირითადი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა, სწორედ შვეიცარიაში გაიყიდა ქართული საექსპორტო ოქროს 93%, დანარჩენი გერმანიაზე მოდის.

საქართველოდან იანვარ-თებერვალში ექსპორტზე სულ 13.432 მლნ დოლარის ოქრო გავიდა, წლიური ზრდა თითქმის 53%-ია.

ოქრო საქართველოს საექსპორტო კალათის TOP-10-ში მეცხრე ადგილზეა 1.8%-იანი წილით.

2021 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტზე 8.8 მლნ დოლარის ოქრო გავიდა, ძირითადი ექსპორტიორი შვეიცარია იყო, მცირედი წილი კი თურქეთში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ოქროს ექსპორტმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადაასწრო, 2019 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 10.98 მლნ დოლარის ოქრო გავიდა საექსპორტო ბაზრებზე (2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მაჩვენებელი 14.4 მლნ დოლარ აღწევდა), რომლთა შორის იყო შვეიცარია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და თურქეთი. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები