ფოტო: juicebuff
ბიზნესი
28/03/2022

ქართული წვენების უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი აშშ-ია

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი ზრდის ტრენდს აჩვენებს. გასულ წელს ქვეყანამ საექსპორტო ბაზარებზე 12 მლნ დოლარის წვენები გაიტანა. 2022 წლის 2 თვეში კი, 1.66 მლნ-ის, მათ შორის მხოლოდ თებერვალში ექსპორტმა 1 მლნ გადააჭრბა.

„ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა რომელ ქვეყნებში ხორციელდება ექსპორტი.

„საქსტატის“ მონაცემებით, წვენების ყველაზე დიდი მოცულობა აშშ-ში იგზავნება. მეორე ადგილზეა რუსეთი, ხოლო მესამეზე ავსტრალია.

TOP ბაზრები / აშშ დოლარი

  • აშშ - 483.7 ათასი
  • რუსეთი - 384.2 ათასი
  • ავსტრალია - 225.2 ათასი
  • გერმანია - 188.5 ათასი
  • საბერძნეთი - 109.6 ათასი

ამ დროისათვის წვენები სულ 13 საექსპორტო ქვეყანაში გადის. მათ შორის არიან: ლიბია, მალაიზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უნგრეთი, უკრაინა, ჩეხეთი, ბელარუსი.

2021 წელს ბოსტნეულისა და ხილის წვენების მთავარი ბაზარი კი, გერმანია იყო 2.68 მლნ დოლარის ექსპორტით. სამეულში იყო რუსეთი - 2.4 მლნ და აშშ - 1.89 მლნ. 1 მლნ დოლარზე მეტის პროდუქცია გაიგზავნა ასევე ავსტრალიაში.

Businesspartner