ბიზნესი
03/08/2021

კავკასიის ავტოიმპორტი: ბაზარზე ავტომობილების დეფიციტია და ფასიც გაზრდილი

„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე „ბიზნესპარტნიორთან“ მეორადი ავტომობილების ბაზრის ტენდენციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს ბაზარზე ავტომობილების დეფიციტია ვიდრე სიჭარბე, შესაბამისად, არ მცირდება ფასები.

მისი განცხადებით, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო ბაზარზე ფასები ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

„ქართველმა დილერებმა არ შემოიყვანეს იმდენი ავტომობილი, რაც წინა წლებში. ეგონათ, რომ პანდემიის გამო არ იქნებოდა მოთხოვნა. რეალობა კი სხვა აღმოჩნდა, მოთხოვნა არის, შესაბამისად, ისინი აქტიურ შესყიდვებზე არიან გადასული.

მსოფლიოში ფასები გაიზარდა ორი გარემოების გამო - მოსახლეობამ ვერ დახარჯა თანხები დასვენებაზე, ჭარბი ფულით კი აქცენტი ავტომანქანების შესყიდვაზე გააკეთა და ფასმაც მოიმატა. მეორე გარემობაა ის, რომ პანდემიის პერიოდში უსაფრთხოა საკუთარი ავტომობილით მოძრაობა, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამ რეალობამ თითქმის 30%-ით გაზარდა  ვაჭრობა მეორად ავტომობილებზე მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც იგივე ტენდენციაა,“ - აცხადებს სურგულაძე.

„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიურმა გარემომ  დარგზე თითქმის არ იმოქმედა. შესაბამისად, დღეს კომპანიის შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლებს თითქმის გაუთანაბრდა.

 

Businesspartner