ბიზნესი
15/04/2021

"კავკასუს ონლაინს" ახალი სპეცმმართველი ჰყავს

მარეგულირებელი "კავკასუს ონლაინიდან" სპეცმმართველის გამოყვანის საფუძველს ვერ ხედავს და კომპანიაში ახალ სპეცმმართველს ნიშნავს.

კომუნიკაციების კომისიამ ამ პოსტზე მარიამ სულაბერიძე თამარ ბოკუჩავათი ჩაანაცვლა. 

"კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველად მარიამ სულაბერიძე გასულ წელს დაინიშნა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანიის 49% კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისდა. თუმცა იმ დრომდე, ვიდრე სულაბერიძე საქმიანობას შეუდგებოდა, აღმოჩნდა, რომ 2020 წლის აგვისტოში, კომპანიაში წილი 100%-მდე შეივსო Neqsol Holding-მა. ეს კომპანია აზერბაიჯანელ ბიზნესმენს ნასიბ ჰასანოვს ეკუთვნის.

„ნასიბ ჰასანოვმა რამდენიმე სასამართლო დავის პარალელურად „კავკასუს ონლაინის“ 51%-იც დარღვევით შეიძინა და დღეს 100%-ის უკანონო მფლობელია“, - მიიჩნევს კომუნიკაციების კომისია.

 

Businesspartner