ბიზნესი
23/06/2022

"კეთილი და პატიოსანი" უძველესი რეცეპტებით დამზადებულ საწებლებს გამოუშვებს

დასალევი ხილ–ბოსტენული "კეთილი და პატიოსანი" ამჯრად ბაზარზე საწებლებს გამოიტანს.

ამისათვის, საწარმო ახალი დანადგარებით აღიჭურვება, რომელიც რამდენიმე სახის ჩამოსხმის საშუალებით, საწებლების წარმოების შესაძლებლობასაც იძლევა და ამასთან დასალევი ხილ-ბოსტენულის ხაზს 18 მლნ ბოთლამდე გაზრდის. საერთო ჯამში, წარმოების გაფართოებისთვის 1 მლნ ლარამდე ინვესტიცია გამოიყო.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ახალაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ახალი ჩამომსხმელი ხაზი შეძენილია და სულ მალე განთავსდება საწარმოში, ხოლო პროდუქტი საბოლოო სახით ბაზარზე ახალი წლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

"ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბრენდინგზე და რეცეპტებზე. ასევე ახალი პროდუტისთვის აქტიურად ვიმარაგებთ ნედლეულს. საწებლების რამდენიმე ვერსიას წარვადგენთ ბაზარზე, მათ შორის იქნება ტყემლს და პომიდვრის გემოებიც. ჩავატარეთ სპეციალური კვლევა და ეთნოგრაფიული ექსპედიცია 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც მოვიპოვეთ ძველი და საინტერესო რეცეპტები, სწორედ ეს იქნება ჩვენი პროდუქციის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი. საწებლების 500 მლ–იანი შეფუთვა გათვლილი იქნება, როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე გავა ექსპორტზეც."–აღნიშნავს, გიორგი ახალაძე.

ინფორმაციისთვის, დასალევი ხილ-ბოსტნეული "კეთილი და პატიოსანი" გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში "
"ქართული აგროპროდუქტის" საწარმოში მზადდება, რომელიც თავის მხრივ წელიწადში 1000–1500 ტონა ხილის გადაამუშავებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები