ბიზნესი
10/06/2021

ხილი, ჩირი, ჩაი, შოკოლადი - კატარში 50-მდე სახეობის ქართული პროდუქცია გაიყიდება

კატარის სახელმწიფოში ყურის რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელების კომპანია Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქცია გაიყიდება. 

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ცნობით, 9 ივნისიდან დოჰასა და კატარის სხვა ქალაქებში არსებულ Lulu Hypermarket-ის 14 სავაჭრო ობიექტში კატარელ მომხმარებელს შეეძლება ქართული კომპანიების მიერ წარმოებული 50-მდე ნაირსახეობის პროდუქტების შეძენა. მინერალური წყალი, ორგანული წვენები, ჩაი, ყავა, კომპოტი, ჩირი, შოკოლადი - ამ და სხვა მზა პროდუქციასთან ერთად, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ქსელში განთავსდა ქართული სეზონური ხილი და ქართული ცხვრის ხორცი.

ქართული პროდუქციის Lulu-ს ქსელში განთავსებას ფესტივალიც მიეძღვნა -  Georgian Food Festival 2021, რომელის ფარგლებშიც  მომდევნო 7 დღის განმავლობაში, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ობიექტებში განხორციელდება სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები კატარულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით.