ბიზნესი
09/09/2021

ხვიჩა მაქაცარია "ბილაინის" მფლობელ "ვიონში" წილს თმობს

ხვიჩა მაქაცარია „ბილაინიდან“ გადის - „ვიონი საქართველოში“ მის კუთვნილ 20%-იან წილს „ვოთერთრაილ ინდასტრიზი“ შეიძენს.

კომპანიებმა კომუნიკაციების კომისიის თანხმობა უკვე მიიღეს. ტრანზაქციის დახურვისთვის მხარეებს 6 თვიანი ვადა აქვთ.

„ვოთერთრაილ ინდასტრიზი“, რომელიც „ვიონი საქართველოს“ წილის 51%-ის მფლობელია, ამ ტრანზაქციის შემდეგ 71%-იანი წილის მფლობელი გახდება. დარჩენილ 29% „ინვესტიკო ალიანსი” ფლობს. შედეგად, შპს ვიონ ჯორჯია ჰოლდინგის შვილობილი კომპანიები - შპს „ინვესტიკო ალიანსი“ და „ვოთერთრაილ ინდასტრიზი“ „ვიონი საქართველოს“ წილის 100%-ის მფლობელები გახდებიან.

შეგახსენებთ, რომ „ვოთერთრაილ ინდასტრიზს“ „მირენ ინვესტისგან“ 20%-იანი წილის გამოსყიდვას გასულ წელსც ითხოვდა, თუმცა თუმცა გარიგება არ შედგა. ვინაიდან, „მირენ ინვესტმა“ განაცხადა, რომ არ ჰქონდა გამოხატული თანხმობა წილის გაყიდვაზე და არ ყოფილა ინფორმირებული თუ მისი კუთვნილი წილის შეძენაზე კომისიისთვის მიმართვა მოხდა.

Businesspartner