ბიზნესი
14/10/2020

kicky სკუტერების რაოდენობას ზრდის და მომსახურების არეალს აფართოებს

kicky ერთ თვეში ბაზარს დამატებით 400 სკუტერს მიაწოდებს.

ამ ეტაპზე დედაქალაქში კომპანიის 150 ელექტროსკუტერი მოძრაობს, თუმცა როგორც kicky-ს დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მომავალი წლის გაზაფხულზე სკუტერების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გეგმაშია მომსახურების მიწოდების არეალის გაფართოებაც. კერძოდ, 2021 წელს თბილისში 1000, ქუთაისსა და ბათუმში კი 500-500 kicky-ს სკუტერი იმოძრავებს. ამასთან, ნიკო პაპაშვილის თქმით, კომპანიის მიზანი, სამომავლოდ ბრენდის ქვეყნის ფარგლებს გატანაცაა.

„ეს არის ქართული ბრენდი, ფრენჩაიზი ჩვენი შექმნილია და გვინდა, ბრენდი უცხოეთშიც გავიტანოთ, რათა საქართველო იყოს ცნობილი არა მხოლოდ ღვინითა და სამზარეულოთი, არამდე IT სფეროშიც გვქონდეს შედეგი,“ - ამბობს kicky-ს დამფუძნებელი ნიკო პაპაშვილი.

განვითარების შემდეგ ეტაპზე კომპანია საკუთარ პლატფორმაზე ველოსიპედებისა და ავტომობილების გაქირავების სერვისის დამატებას გეგმავს. ამასთან, ამ ეტაპზე kicky მომხმარებლებისთვის დამატებითი ბენეფიტების შეთავაზების მიზნით, სხვადასხვა კომპანიასთან კოლაბორაციაზეც მუშაობს.

ბაზრის ახალი მოთამაშე მომხმარებლებს ტარიფების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. წუთობრივ პაკეტთან ერთად, შესაძლებელია კილომეტრაჟებისა და საათების მიხედვით შექმნილი ტარიფებით სარგებლობაც. რაც შეეხება kicky-ს მომხმარებელთა ასაკობრივ ჯგუფს, კომპანიის ელექტროსკუტერებს უპირატესობას 20-დან 35 წლამდე ასაკის პირები ანიჭებენ.

მთავარი სიახლეები

ეკონომიკა

თბილისი-საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება
01

23/10/2020
სოფლის მეურნეობა

საქართველოდან ევროპის ბაზარზე 300 ტონა ნედლი გირჩი გავა
02

20/10/2020
ბიზნესი

შეფი ლევან კობიაშვილი ხელისუფლებას სარესტორნო ბიზნესისთვის ბანკებთან შუამავლობას სთხოვს
03

20/10/2020
ბიზნესი

საგოს ქოხი - ხის სათამაშოების წარმოებიდან კოტეჯების და საბავშვო ატრაქციონების მშენებლობამდე
04

22/10/2020
ბიზნესი

ბათუმში “ალიანს ცენტროპოლისი” გაიხსნება - როგორი იქნება "ალიანს ჯგუფის“ ახალი პროექტი
05

20/10/2020
საზოგადოება

უსამსახუროდ დარჩენილთათვის 200 ლარიანი კომპენსაციების გაცემა გაგრძელდება
06

21/10/2020