ბიზნესი
25/09/2020

კომერციულ ფართებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა

უძრავი ქონების ბაზარზე კორონა ვირუსის პანდემიამ არაერთი ცვლილება გამოიწვია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კომერციულ ფართებს ეხება, რომელსაც დამქირავებლები ნელ-ნელა ტოვებენ.

„ძირითად ცენტრალურ ქუჩებზე ვაკანტურობა საგრძნობლად გაზრდილია. რუსთაველზე 3-დან 12%-მდე, პეკინზე - 3%-დან 9%-მდე, აღმაშენებელზე კი 10%-დან 19%-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დამქირავებლები ნელ-ნელა გადიან ამ ძირითადი სავაჭრო ქუჩებიდან. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა ბაზარზე.

რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებს, მათი ჯამური ბრუნვა, ანუ ნავაჭრი მნიშვნელოვნადაა დაკლებული 20%-დან 40%-მდე. იმ სავაჭრო ცენტრებს, რომლებიც მეტად იყვნენ დამოკიდებული ტურისტულ ნაკადებზე, ბრუნვა უფრო მნიშვნელოვნად არის შემცირებული“,- განმარტა „ბიზნესპარტნიორთან“ Colliers International-ის დირექტორმა, ირაკლი კილაურიძემ.

Businesspartner