ბიზნესი
16/06/2022

კომპანია Back Wood Art-ი ინვესტორს ეძებს

ხის  მასალისგან აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Back Wood Art-ი ინვესტორს ეძებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ბექა შარაშენიძემ განუცხადა, განიხილება წილის გასხვისების ხარჯზე ბიზნესში დაახლოებით $100 000-ის ინვესტირება, რაც კომპანიის განვითარებაზე იქნება მიმართული. მათ შორის, სახელოსნოს გაფართოებაზე, მანქანა-დანადგარების დამატებით შესყიდვასა და ასორტიმენტის გაფართოებაზე. 

მისი ინფორმაციით, კომპანია მეოთხე წელია ხის აქსესუარებს აწარმოებს და ონლაინ ყიდის როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე (amazon,Etsy).

„აკაციის ხისგან ვაწარმოებთ ისეთ აქსესუარებს, როგორებიცაა, საყურეები, სამაჯურები, სამზარეულოს დეკორატიული დაფები, საათები, სანათები და ა.შ. პანდემიის პერიოდში გაყიდვები საკმაოდ შემცირდა, თუმცა, ახლა მდგომარეობა დადებითისკენაა. ამას ემატება გააქტიურებული ტურიზმი, რაც პირდაპირპროპორციულად ისახება კომპანიის გაყიდვებზე,“- აცხადებს ბექა შარაშენიძე.

კომპანია Back Wood Art-ის დამფუძნებელი  ბაზარზე პროფესიონალი კადრის დეფიციტზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი საკმაოდ პრობლემურია.

„ძალიან ჭირს კადრები. ქართველი ერი ცოტა ზარმაცი ერია. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ავიყვან და ვასწავლი. მზა კადრს ასე ვერ ვიპოვი,“-აცხადებს შარშენიძე.

 

Businesspartner