ბიზნესი
21/03/2023

კომპანია Handy წლის განმავლობაში წარმოების გაფართოებას გეგმავს

კომპანია handy წლის განმავლობაში წარმოების გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ გიგაიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაგეგმილია როგორც არსებული ასორტიმენტის გაფართოება, ისე  პანდემიის პერიოდში დახურული ბრენდული მაღაზიის გახსნა. 

კომპანიამ „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამის ფარგლებში გაიმარჯვა და 30 000 ლარიანი დაფინანსება მიიღო. Handy-ს დამფუძნებლის ინფორმაციით, საინვესტიციო გეგმებიც სწორედ აღნიშნული დაფინანსებით იქნება შესაძლებელი. 

„საათებისა და სათვალეების ფასი 150 ლარიდან 350 ლარამდე მერყეობს, ხოლო სამაჯურების ფასი 50 ლარიდან 80 ლარამდეა.

გაყიდვებს ძირითადად ონლაინ გაყიდვების საშუალებით ვახორციელებთ, თუმცა სტენდი თბილისში ორ ლოკაციაზე გვაქვს. „- აღნიშნავს ნიკოლოზ გიგაია.

მისი ინფორმაციით, ნედლეული ხის მასალის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე ხდება, ხოლო კომპანიას  მექანიზმი იაპონიიდან შემოაქვს. გიგაია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ფასების მატება მინიმალურად მოუწიათ, გაძვირებული მასალისა და მუშახელის გამო, თუმცა, ბრენდი ცდილობს მაქსიმალურად მომხმარებელს მოერგოს.

შეგახსენებთ, კომპანია handy ბაზარზე უკვე მერვე წელია  ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს ნატურალური ტყავისა და ხის სინთეზით შექმნილი ხელნაკეთი მაჯის საათებს, სათვალეებსა და სამაჯურებს სთავაზობს.

ბრენდის მომხმარებლები ძირითადად საშუალო სეგმენტის ქალბატონები და მამაკაცები არიან.

 

 

 

Businesspartner