ბიზნესი
01/06/2023

კომპანია "ჰერბია" უნარჩენო წარმოებაზე გადასვლას გეგმავს

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბია“  უნარჩენო წარმოებაზე გადასვლას გეგმავს. კომპანია პროექტის განხორციელებას  შემდეგი წლიდან აპირებს. 

როგორც „ჰერბიას“ დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნა,  საწარმო შიდა ინვესტიციითა და გრანტის დახმარებით ამოქმედდება.

„საკმაოდ კარგ პროექტზე ვმუშაობთ, გადამუშავების შემდეგ წარმოქმნილი ნარჩენი შეიძლება ვაქციოთ მცენარეთა განოყიერების  ან ცხოველთა კვების საშუალებად.

ისეთი საწარმო უნდა გავხსნათ, რომ ნარჩენები აღარ გვქონდეს და მის უტილიზაციაში ფული კი აღარ დავხარჯოთ, პირიქით უნდა  შევქმნათ პროდუქცია, რომელიც გამოადგება სოფლის მეურნეობას. ძალიან საინტერესო მიმართულებაა და ამ ეტაპზე პროექტზე ინტენსიურად ვმუშაობთ. მომდევნო წლიდან უკვე  ვფიქობთ, რომ დავიწყებთ ამ იდეის  განხორციელებას. ნაწილს ალბათ გრანტით და ნაწილს საკუთარი ინვესტიციით დავაფინანსებთ.“-აღნიშნა ზურაბ ჯანელიძემ.

ინფორმაციისთვის, წყალტუბოში მდებარე მაღალტექნოლოგიური საწარმო 30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და დასაქმებული ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი.

ინფორმაციისთვის, წყალტუბოში მდებარე მაღალტექნოლოგიური საწარმო 30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და დასაქმებული ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი.

Businesspartner