ბიზნესი
07/08/2020

კომპანია "თელავის ღვინის მარანი" მომავალ წელს შატოს გახსნის

კომპანია „თელავის ღვინის მარანი“ ღვინის ტურიზმის მიმართულებას აფართოებს.

„ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა განუცხადა, 7 ჰექტარ ტერიტორიაზე  შატოს (სასტუმროს გარეშე) ტიპის ობიექტი გაიხსნება, პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი დაახლოებით 0,5 მლნ დოლარია.

„პანდემიით ვსარგებლობთ და პროექტს წყნარად და მშვიდად ვაკეთებთ. ვფიქრობთ, მომავალ წელს, როდესაც ტურისტული სეზონი გაიხსნება, მზად ვიქნებით ვიზიტორების მისაღებად", - აცხადებს რამაზაშვილი.

მისი ინფორმაციით, თელავში ღვინის საწარმოს ტერიტორიაზე მოეწყობა სპეციალური ინფრასტრუქტურა, სადაც ტურისტებს ღვინის დეგუსტაციის საშუალება ექნებათ. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მთელი დღე შატოში გაატარონ და ამავდროულად დაათვალიერონ მარანი.

რამაზაშვილის განმარტებით, წელს კომპანიამ 22 ჰექტარი ვენახის გაშენებაც შეძლო.

 

Businesspartner