ბიზნესი
10/07/2020

კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული და საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს

კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული და საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს

წლის პირველ ნახევარში ირაკლი ლექვინაძის უწყებამ 7 მონიტორინგიდან უკვე დაასრულა 5 ბაზრის შესწავლა: ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი; საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი; ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი; ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი; ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგები.

ამავე პერიოდში, დასრულდა ერთი მოკვლევა „ჯევერს დეველოპმენტის“ საქმეზე და დადგინდა დონიმირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. კომპანიას დაეკისრა კანონით გათვალისწინებული ფინანსური სანქცია და შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია.

გარდა ამისა, მიმდინარეობს მიმდინარეა 3 - ჯ და აუდიტ სერვის ჯგუფის, სადაზღვევო კომპანია უნისონის და ჯი-თი მოტორსის საქმეებზე შესწავლის პროცესი. 

2020 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სასამართლო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარეობს 10 სასამართლო საქმე - სხვადასხვა ინსტაციებში.

ინფორმაცია.

Businesspartner