ბიზნესი
13/08/2020

"კულამ“ ჩურჩხელის წარმოება დროებით შეაჩერა

„კულამ“ ჩურჩხელის რამდენიმეთვიანი წარმოება დროებით შეაჩერა.როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ამ ეტაპზე სხვა პრიორიტეტი არსებობს. საუბარია, ჩირის წარმოებაზე, რომლის წარმოებაც კომპანიამ ასევე  რამდენიმე თვის დაიწყო.  

„ჩურჩხელი დამზადებას დიდი დრო მიაქვს და ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია პროცესი, თუმცა, აუცილებლად გავაგრძელებთ“,- აცხადებს გოგლიძე. 

როგორც ცნობილია, „კულამ“ ჩურჩხელის წარმოება მიმდინარე წლის დასაწყისში, სატესტო რეჟიმით დაიწყო. გორში  მდებარე ქარხანაში  24 საათში 6 ათასი ცალი ჩურჩხელის დამზადების შესაძლებლობას იძლევა. 

გორის საკონსერვო ქარხანა „კულა“ 2009 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად, კოპანიას გააჩნია ხუთი საწარმო, რომლებიც ძირითადად განთავსებულია შიდა ქართლში. „კულა“ ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს. 

 

Businesspartner