ბიზნესი
24/09/2020

ქუთაისის აეროპორტში ახალი კვების ობიექტის მოწყობაზე აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შეთავაზებისთვის ემზადება.

დაინტერესებული ბიზნესისთვის პირველ ეტაპზე გაერთიანება ჩამოფრენის ახალ დარბაზში კვების ობიექტზე აუქციონს აცხადებს.

ობიექტი მოემსახურება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომფრენ მგზავრებს, თუმცა აეროპორტის დაგეგმარებიდან გამომდინარე ის ხელმისაწვდომი იქნება, გამფრენი მგზავრებისთვისაც.

პირობების თანახმად, კვების ობიექტის განთავსებით დაინტერესებულ პირებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ მსგავსი ტიპის (მარკეტის ტიპისა და ზოგიერთი ფუნქციის მატარებელი სწრაფი კვების ობიექტის) ობიექტის ან/და საზოგადოებრივი კვების ობიექტის, სხვადასხვა ლოკაციებზე ერთი სავაჭრო სახელითა და ნიშნით ოპერირების გამოცდილება.

"აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ობიექტის ოპერირება აეროპორტისთვის შესაბამისი სტანდარტით, რაც ითვალისწინებს მაღალი ხარისხის პროდუქციის რეალიზაციას, ჰიგიენური ნორმების დაცვასა და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფას", - განმარტავენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

 

Businesspartner