ბიზნესი
24/09/2020

ქუთაისის თიზ-ში ავეჯის წარმოება იწყება

ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ავეჯის წარმოება იწყება. „ბიზნესპარტნიორს“ ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს პროდუქციის სატესტო რეჟიმში წარმოება და ქარხანაში მანქანა-დანადგარების სრული მონტაჟი.

სერიული წარმოება უკვე 2021 წლის დასაწყისიდან დაიწყება.

ავეჯის თანამედროვე ქარხანა, რომელიც 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარეობს, ძირითადად, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ავეჯის წარმოებასა და მის ექსპორტზე იმუშავებს. მათ შორის იქნება აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ბაზრები.

„პროექტის განვითარება სამ ეტაპად მოხდება. პირველი ეტაპისთვის უკვე დასაქმებულია 150–200 ადამიანი, მეორე და მესამე ეტაპი გაფართოებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც 600 ადამიანის დასაქმება იგეგმება. პროექტში კანადური ინვესტიციები ხორციელდება,“ – აცხადებს სოსო ნიბლაძე.

ამ დროისთვის პროექტში 2 მლნ ლარამდეა ინვესტირებული, ამას ემატება ინფრასტრუქტურის მოწყობაში განხორციელებული 0,5 მლნ ლარი.

 

ფოტო: flagshipfurniturebuilder

Businesspartner