ბიზნესი
21/07/2020

კვლევა: ბიზნესის  80% COVID-ის წინააღმდეგ მთავრობის ეკონომიკურ ღონისძიებებს დადებითად აფასებს

სავაჭრო-სამრეწველო პალატა COVID-19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის მეორე ეტაპის შედეგებს აქვეყნებს. კვლევაში მონაწილეობა 1 553 ბიზნეს სუბიექტმა მიიღო, ძირითადად მცირე და საშუალო მეწარმეებმა საქართველოს რეგიონებიდან.

გამოკითხულთა 89% რეგიონულ ბიზნეს, ხოლო 97% მცირე და საშუალო მეწარმეებს წარმოადგენს. კვლევაში 50-მდე სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

კვლევის მიხედვით, მეწარმეთა 80% პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ ღონისძიებებს დადებითად აფასებს.

ასევე, დადებითად შეაფასა მეწარმეთა 91%-მა მთავრობის მიერ COVID-19 -ის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები.

კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიების 53%-ს შეუმცირდა გაყიდვები. კერძო სექტორი ასახელებს სხვა რიგ გამოწვევებსაც, როგორიცაა ლარის კურსის ცვლილება, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა,თუმცა გამოკითხულ კომპანიათა 50% არ აპირებს საქმიანობის შეჩერებას.

კითხვაზე თუ რა ტიპის დახმარებას ითხოვს ბიზნესი- პირველ ხუთეულში გამოიკვეთა ფინანსურ მხარდაჭერა/ გრანტის, გრძლევადიან- შეღავათიან სესხების, გადასახადების დროებით გაუქმება ან/და შემცირების, არსებული პროდუქციის რეალიზაციაში დახმარების, იჯარის, ხელფასების, კომუნალური და სხვა ხარჯების სუბსიდირების საჭიროებები.

კვლევა ჩატარდა 2020 წლის ივნისში, საგანგებო მდგომარეობის / ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და წარმოადგენს ორეტაპიანი გამოკითხვის დასკვნით ნაწილს.

აღნიშნული შედეგების შესწავლის საფუძველზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს დონორი ორგანიზაციებისთვის და შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები