ბიზნესი
13/08/2020

"ლაგაზის მარანი“ ჩირის წარმოებას იწყებს

"ლაგაზის მარანი", რომელიც ნატურალურ ქვევრის ღვინოს აწარმოებს, ჩირის გამოშვებას და მოდერიზებული ფურნეს გაკეთებას გეგმავს.

„პროექტებზე მუშაობა დაწყებულია, სექტემბრისთვის უკვე გვექნება ჩირი, რომელიც „ლაგაზის“ ბრენდით გაიყიდება. ამაში გვეხმარება USAID-ი, რომლის თანადაფინანსებითაც აგროტურიზმის განვითარების ფარგლებში ვახორციელებთ ამ პროექტს,“ – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი შოთა ლაგაზიძე.

რაც შეეხება ფურნეს, როგორც მარნის მეპატრონე აცხადებს, ეს იქნება მოდერნიზებული ფურნე, რომელიც ტურისტებს მოემსახურება. ადგილზე შესაძლებელი იქნება პურის ცხობის  პროცესის გაცნობაც.   

„მოგვყავს ქართული ჯიშის ხორბალი. ვაკეთებთ წისქვილს, სადაც დავფქვავთ მარცვალს და პურს იქვე ფურნეში გამოვაცხობთ. პროექტის განხორციელებაში ავსტრიის განვითარების ფონდი გვეხმარება. საინვესტიციო ღირებულება  35 000 ლარია. სექტემბრის ბოლოს უკვე შევთავაზებთ ამ სივრცეს ჩვენს ვიზიტორებს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ უცხოელი ვიზიტრების ნაკლებობის გამო, შემოსავლები 50%-ით შეგვიმცირა, მაინც ვაგრძლებეთ კომპლექსის განვითარებას,“ – აცხადრებს შოთა ლაგაზიძე.

„ლაგაზი" ოჯახური ღვინის მარანია, რომელიც სოფელ ზემო ალვანში მდებარეობს. სტუმარს შეუძელია დააგემოვნოს ნატურალური ქვევრის ღვინო,  გაეცნოს თუშურ სამზარეულოს და დაესწროს ხინკლის, თუშური ხაჭაპურის და სხვა კერძების მასტერკალებს. შეიძინოს ნატურალური პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული და სხვა.

 

 

 

Businesspartner