ბიზნესი
11/06/2021

ლაშა ხუციშვილი: დეველოპერულ კომპანიათა გაკოტრებას თავი წარმატებული პროგრამით ავარიდეთ

2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ სამშენებლო სექტორში 110% შეადგინა და თითქმის სრულად აღდგა 2019 წლის დონემდე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სამშენებლო სექტორში 2020 წლის აპრილში რეალური აქტივობა 47%-ით. თუმცა, 2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ ამ სექტორში 110% შეადგინა.

„სამშენებლო-დეველოპერული სექტორი მნიშვნელოვანი სისტემური სექტორია მისი პოტენციური გავლენებით უამრავ სექტორზე, მათ შორის, საფინანსო სექტორზე და რაც მთავარია, საზოგადოებაზე. ჩვენს ქვეყანას ახსოვს 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ დეველოპერულ კომპანიათა გაკოტრების, ასევე, გაჩერებული მშენებლობებიდან გამომდინარე საზოგადოებრივი პრობლემების მასშტაბები. ჩვენი მიზანი იყო სწორედ ამ რისკის თავიდან აცილება და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან წარმატებული პროგრამით, შევძელით მსგავსი პრობლემებისგან თავის დაცვა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

Businesspartner