ბიზნესი
11/06/2021

ლაშა ხუციშვილი: პანდემიის პირობებში უპირველესი საზრუნავი მცირე და საშუალო ბიზნესი იყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივებზე ისაუბრა და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების მნიშვნელობაზე აღნიშნა.

“კერძო სექტორის მხარდაჭერი ღონისძიებების მიზანი იყო რომ ხელი შეგვეწყო კომპანიებისთვის მარტივად გადაეტანათ პანდემიისგან გამოწვეული უპრეცენდენტო შოკი, რომელიც ჩვენს ეკონომიკას დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი წლების შემდეგ, ფაქტობრივად არ ქონია.

ჩვენი მიზანი იყო, კომპანიებს თუნდაც შემცირებულ აქტივობით გაეგრძელებინათ მუშაობა და მინიმუმამდე დაგვეყვანა მათი ბიზნესიდან გასვლა, რათა პოსტ პანდემიურ პერიოდში სწრაფად აღედგინათ საქმიანობა,”- აღნიშნა ლაშა ცუხიშვილმა.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში უპირველესი საზრუნავი იყო მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც მთავარ რისკად ითვლება მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისების დროს.

"აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში მთავარი როლი სწორედ მცირე ბიზნესს ჰქონდა, რომელიც გაიზარდა 113%-ით, ასევე საშუალო ბიზნესი 59%-ით. ზრდა იყო მსვილ ბიზნესშიც, რომელმაც 29% შეადგინა".

Businesspartner

მთავარი სიახლეები