ბიზნესი
24/06/2020

ლაშა პაპაშვილი: ჩვენს ქალაქს მეტი მშენებლობა აღარ სჭირდება

კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი, ლაშა პაპაშვილი დეველოპერულ სექტორში სესხების პროცენტის სუბსიდირების მომხრე არ არის. როგორც მან „ბისნესპარტნიორთან“ განმარტა, სუბსიდირებისთვის გამოყოფილ თანხებს სხვა მიმართულებით გადაანაწილებდა.

„ჩვენს ქალაქს მეტი მშენებლობა აღარ სჭირდება. რეკონსტრუქცია-გადაკეთებებს უფრო წავახალისებდი, ვიდრე ახალ მშენებლობებს. არ მივესალმები ამ დარგში სუბსიდიას. თუმცა, როგორც მთავრობამ ახსნა, ბევრი ოჯახია მიბმული ამ ბიზნესზე და ეს მართლაც ასეა, თუმცა ეს შანსიც იყო გამოსაყენებელი იმისთვის, რომ მშენებლობები შეგვეჩერებინა. თუნდაც თბილისში. უამრავი ე.წ ხრუშოვკაა დარჩენილი ჩვენს ქალაქში. ასევე კომუნისტების დროს ნაშენი უკვე ამორტიზირებული შენობა-ნაგებობები, რომელთა რეკონსტრუქციაც უმნიშვნელოვანესია. ახალს საერთოდ არ დავაფინანსებდი, ხელს არ შევუწყობდი და მშენებლობის ნებართვებსაც არ გავცემდი“,- აღნიშნა პაპაშვილმა.

Businesspartner