ბიზნესი
12/01/2022

ლაშა პაპაშვილმა "რედ კაფე დაინინგის" ქსელი დახურა

ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა  „რედ კაფე დაინინგის” ქსელი დახურა. როგორც ის „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მიზეზი პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური კრიზისი გახდა.

პაპაშვილის განცხადებით, „რედ კაფე დაინინგის“ კუთვნილი ფართები კომპანია „სკა ჰუს ბარმა“ იქირავა. „ეს პანდემიის შედეგია, აქტიურობა შემცირდა და ასე მუშაობა აღარ გვიღირდა. ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმეთ,“ - აცხადებს პაპაშვილი.

„რედ კაფე დაინინგის“ ქსელი დეველოპერული კომპანია „რედიქს ჯგუფის“ HoReCa ქსელში შემავალი კვების ობიექტია, რომელიც ბოლო პერიოდში 2  ფილიალით იყო წარმოდგენილი.

ლაშა პაპაშვილმა პირველი „რედ კაფე“ თბილისში 2011 წელს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, „რედიქსის" ბიზნეს-ცენტრში გახსნა. 

„რედ კაფე დაინინგი“  ევროპული ტიპის ახალი ბისტრო იყო, სადაც მომხმარებელს შეეძლო ნატურალური, ჯანსაღი და დაბალკალორიული კერძების მირთმევა. ბისტრო აღჭურვილი იყო იტალიური წარმოების უახლესი დანადგარებით, ხოლო კერძები მომზადებული ოყო კულინარიული ტექნოლოგიის ყველა სტანდარტის დაცვით.

 

 

Businesspartner