ბიზნესი
20/07/2020

"ლეგატოს“ მმართველობა "ემეს გრუპმა“ ჩაიბარა

საკონდიტროების ქსელი „ლეგატო“ ოფიციალურად „ემეს გრუპის“ მმართველობაში გადავიდა.
“ემეს გრუპი” სარესტორნო ჰოლდინგია, რომელიც სხვადასხვა კვებითი ობიექტების სრულ მენეჯმენტს ახორციელებს.

„ლეგატო ჩვენთვის ძალიან საინტერესო ობიექტია. წლების განმავლობაში თავისი ნიშა ღირსეულად უჭირავს ქართულ ბაზარზე და ჰყავს ლოიალური მომხმარებლები. მენეჯმენტში ჩვენი ჩართულობის პირველ ეტაპზე სრულად გადახალისდა ასორტიმენტი. ფრანგული დესერტების, პურეულის და ტორტების კონცეფციაზე ვმუშაობთ წამყვან კონდიტერებთან ერთად.

ბრენდის კონცეფცია არ შეიცვლება და განაგრძობს პოზიციონირებას დესერტებისა და ბულანჟერეას მიმართულებით. თუმცა მომხმარებლბლებს ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ, რასაც ეტაპობრივად დავაანონსებთ,“ - განაცხადა „ემეს გრუპის“ მმართველმა ეკატერინე ჯალაღონიამ.

თბილისში ამ დროისთვის ლეგატოს 3 ობიექტია წარმოდგენილი.

ბრენდი 8 წელია ბაზარზე დესერტების და ბულანჟერიის მიმართულებით პოზიციონირებს.

Businesspartner