ბიზნესი
07/10/2021

"ლექსველმა" გუდაურში $30 მლნ-იანი პროექტი "დააპაუზა"

ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობის გამო, კომპანიამ „ლექსველი“ გუდაურში  $30 მილიონიანი პროექტი "დააპაუზა".

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა არჩილ ხვედელიანმა განუცხადა, პროექტი დაწყებული იყო, თუმცა, იმის გამო, რომ ქვეყანაში არასტაბილური ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური გარემოა, კომპანიამ მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„დიდი პროექტია, უნდა აშენდეს 17 შენობა. გაკეთებულია პროექტირება და დაწყებული გვქონდა მიწის სამუშაოები. დაფინანსების საკითხიც მოგვარებული იყო, ყველაფერი მზად გვქონდა და პანდემია დაიწყო. იმედი გვქონდა, რომ წელს გავაგრძელებდით, თუმცა, ტურისტულ ლოკაციაზე მიბმული პროექტის განხორციელება ამ ეტაპზე მიმზიდველი აღარ არის.

ის ლოკაციები, რომლებიც მეტ-ნაკლებად მაინც მიბმულია ტურიზმთან, იქ პროექტის გაკეთება არ ღირს, რეალურად მძიმე მდგომარეობაა. სანამ არ გაიხსნება ქვეყანა და ტურისტული ნაკადები ქვეყანაში არ გაიზრდება, მანამდე აზრი არ აქვს,“ - აცხადებს ხვედელიანი.

 

 

Businesspartner