ბიზნესი
02/12/2020

ლევან ქოქიაშვილი: შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რესტორნების 80% აღარ იარსებებს

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინფორმაციით, დღეს არსებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რესტორნების 80% მუშაობას ვერ განაახლებს.

„ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში 7800-ზე მეტი რესტორანია. ჩათვალეთ, 1-ელ თებერვალს შეზღუდვები რომ მოიხსნება, ამ რესტორნების 80% ვერ გაიხსნება. საოპერაციო თანხებიც კი არ ექნებათ. ბანკები სრულ უნდობლობას გვიცხადებენ. ჩვენი სფერო იქ გაშავებულია. გვერდში არ გვიდგანან. მიმდინარეობს სესხების პროცენტის სუბსიდირება, მაგრამ ესეც დღეს გვჭირდება. ეს არ გვჭირდება 5 თვის მერე. სრული კოლაფსის წინაშე ვდგავართ“,- განაცხადა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლევან ქოქიაშვილმა.

ცნობისთვის, სტუმარ-მასპინძლობის სექტორმა პრემიერ-მინისტრს მოთხოვნების 5 პუნქტიანი გეგმით მიმართა.განცხადებაში, რომელსაც ხელს 35 კაფე და რესტორანი აწერს, ნათქვამია, რომ ინდუსტრია პანდემიამ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო

Businesspartner

მთავარი სიახლეები