ბიზნესი
17/03/2020

ლევან სილაგავა: ხორბლის მარაგების პრობლემა არ გვაქვს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ქვეყანაში მარაგების მხრივ მდგომარეობა სტაბილურია.

„ქვეყანაში ხორბლის საკმაოდ სერიოზული მარაგებია, დაახლოებით ორი თვის. დღეს იცლება ბათუმში ორი გემი, ერთი გემი ფოთში, გზაშია ასევე გემები. ამასთან, ხორციელდება რკინიგზით  ხორბლის შემოტანა. აქედან გამომდინარე, ფქვილი, როგორც ხორბლის გადამუშავების პროდუქტი, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, ფასები სტაბილურია, როგორც ხორბალზე, ასევე პურზე“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

მისივე ინფორმაციით, ხორბლის იმპორტი, ხორბლის ადგილობრივი წარმოება, წისქვილკომბინატები და პურის ქარხნები, – ეს ჯაჭვი სტაბილურად მუშაობს და ქვეყანაში პრობლემა არ არის არც მომარაგების მხრივ.

იმპორტიორ და სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებიც  ქვეყანას სასურსათო და პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქციით ამარაგებენ, შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში  გაიმართა. ნათია თურნავამ ბიზნესექტორის წარმომადგენელებისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კაკავა, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.

Businesspartner