ბიზნესი
01/05/2021

"ლიდერქიდსის" საბავშვო ტანსაცმელი უკვე Amazon-ზე იყიდება

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია "ლიდერქიდსის" პროდუქცია უკვე Amazon-ზე იყიდება.

"ლიდერქიდსი" ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან (GEclose2EU) ბენეფიციარია. კომპანიამ სწორედ GEclose2EU-ს პროექტის მხარდაჭერით დაასრულა მოლაპარაკებები. ონლაინ პლათფორმაზე ბრენდის განთავსება კომპანიას შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო ბაზარს და მოახდინოს პროდუქციის პოპულარიზაცია უცხოურ ქვეყნებში.

კომპანია 1-12 წლის ბავშვის სამოსს ქმნის. ნაწარმი დამზადებულია ბუნებრივი მასალისაგან, სამოსზე დატანილი დაქარგული გამოსახულებები ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ განვითარებას. კომპანიის შექმნილი გარკვეული მოდელები შემეცნებით ხასიათს ატარებს.

პროექტს „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU), 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

 

მთავარი სიახლეები