ბიზნესი
23/03/2020

ლისი დეველოპმენტი მედიკოსებს საჭირო ნივთებით მოამარაგებს

კომპანია ლისი დეველოპმენტი მხარში უდგას ჩვენს ქვეყანას და ეხმაურება მამუკა ხაზარიძის მოწოდებას არსებულ სიტუაციაში სახელმწიფო და კერძო სექტორის გაერთიანებასა და ძალების კონსოლიდაციასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ კომპანიის განცხადებას უცვლელად:

,,ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ! კომპანია ლისი დეველოპმენტი მხარში უდგას ჩვენს ქვეყანას. პირველ ეტაპზე, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრთან კონსულტაციის შემდეგ გამოვლინდა მათი პირველადი საჭიროებები, რის საფუძველზეც შევიძინეთ მათთვის პრიორიტეტული ნივთები.

აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა შექმნილ სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებთან, რათა ახალი საჭიროებების შესაბამისად მოვახდინოთ რეაგირება და მოვემზადოთ მომავალი გამოწვევებისთვის. დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს სამედიცინო პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ჩართულია COVID-19 -თან ბრძოლაში და შრომობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყოველდღიური საჭიროებების შეუფერხებელ მიწოდებაში.

კომპანია სრულად გადასულია დისტანტციურ მმართველობაზე, ამასთანავე მშენებლობის პროცესი ყველა პროექტზე უწყვეტად მიმდინარეობს.

ძალა ერთობაშია! ყველაფერი კარგად იქნება!’’

Businesspartner