ბიზნესი
22/06/2020

"ლუკა პოლარეს" ქსელი გაფართოვდა

პანდემიამ "ლუკა პოლარეს" გეგმები შეაფერხა, თუმცა კომპანია გაფართოებას მაინც განაგრძობს. კორონავირუსის მიუხედავად კომპანიამ დღეს კიდევ ერთი ფილიალი გახსნა. ეს ბრენდის რიგით მეთვრამეტე ობიექტია.

„მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენს სამოქმედო სტრატეგიაზე დიდი გავლენა მოახდინა და მასშტაბური გეგმების დროებით შეჩერება ან ნელი ტემპებით გაგრძელება გვიწევს. თუმცა, ამ რთული პერიოდის განმავლობაში არ შეგვიწყვეტია საქართველოს ბაზარზე ოპერირება, სწრაფად გადმოვეწყეთ ახალ რეალობაზე და სწორედ ეს სწრაფი ადაპტაცია გვაძლევს საშუალებას განვითარების ციკლი არ შევაჩეროთ.

მე-18 ფილიალზე მუშაობა პანდემიამდე დავიწყეთ და ამ რთულ პერიოდში შევძელით პროექტის დასრულება. მოხარულები ვართ, რომ მცირედით გავზრდით ჩვენთან დასაქმებულთა რიცხვს,  და ამასთანევე ახალი ლოკაციით გავახარებთ  ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს,“  - ამბობს კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი.

ლუკა პოლარე კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 60-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 12 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 3 ქალაქშია წარმოდგენილი, თბილისში 13 ფილიალით, ბათუმში - 4 და ქობულეთში - 1.

Businesspartner