ბიზნესი
12/08/2020

m²-ის ობლიგაციებზე $219 610-ის გარიგება დაიდო

საფონდო ბირჟაზე საქართველოს ქონების მართვის ჯგუფის (m² კომერციული ქონებები) ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნაა. 2 დღეში ბირჟაზე $219 610-ის გარიგება დაიდო.

2 გარიგების შედეგად 229 ობლიგაცია გაიყიდა, ნომინალური ღირებულება 1004.91 დოლარი.

ბოლო 2 თვეში m² უძრავი ქონების $249 212-ის ობლიგაციებით ივაჭრეს.

კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 35 მლნ დოლარის ობლიგაციები 2018 წლის დეკემბერში განათავსა.

სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც 3 თვეში ერთხელ ხდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები