ბიზნესი
26/06/2020

მაგთი 25 ლარიან ულიმიტო პაკეტს ვეღარ გააუქმებს

მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, კომპანია „მაგთიკომი“ 25 ლარიან ულიმიტო პაკეტს „მარტივი 25“ ვეღარ გააუქმებს.

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საცალო მომსახურებების ბაზარზე ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე მიიღო.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მაგთიკომის“ დაანონსებული ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზების, „მარტივი 25“-ის გაუქმება და „მარტივი 30“-ის შემოღება, ცალსახად იწვევდა აბონენტებისთვის მომსახურების გაძვირებას და არჩევანის შეზღუდვას.

ვლევამ აჩვენა, რომ „მარტივი 25“ „მაგთიკომის“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პაკეტია, რომელსაც აბონენტები ძირითადად ულიმიტო ხმოვანი მომსახურებებისთვის იყენებენ, ხოლო ინტერნეტის მოცულობა საკმარისი არ არის და მათ დამატებით პაკეტების შეძენა უწევთ. შესაბამისად, “მაგთიკომის“ მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ახალი 30 ლარიანი პაკეტი, რომელიც კომპანიის მიერ, როგორც „მარტივი 25“-ის გაუმჯობესებული ვერსია ისე დაანონსდა, სინამდვილეში მომსახურების გაძვირებაა, რადგან აბონენტებს დამატებითი ინტერნეტ მომსახურების შეძენა მაინც უწევთ.


Businesspartner

მთავარი სიახლეები