ბიზნესი
21/07/2021

მამაკაცის ტანსაცმლის ბრენდმა "პალეკარტი" ატელიე-შოურუმი გახსნა

პანდემიურ კრიზისში შექმნილი მამაკაცის ტანსაცმლის ქართული ბრენდი "პალეკარტი" ფართოვდება. კომპანიამ 1 წლის იუბილეზე ციფრული გაყიდვის არხებს შოურუმი დაამატა.

დამფუძნებლებმა შოურუმთან ერთად ადგილზე მოაწყვეს მცირე სამკერვალოც და ბრენდი მომხმარებლის წინაშე წარსდგება, როგორც ატელიე-შოურუმი.

„2020 წლის გაზაფხულის ბოლოს, კოვიდ19-ის პანდემიით გამოწვეული ლოკდაუნის პერიოდში შექმნილი კომპანია, განვითარების ახალ ეტაპზეა და წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. "პალეკარტი" არის პირველი ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის მამაკაცის ყოველდღიური ელეგანტური (casual-elegante) სტილის სამოსს. ბრენდი ორიენტირებულია შექმნას ხარისხიანი, კომფორტული და ელეგანტური ტანსაცმელი, რაც მომხმარებლებს მისცემს საშუალებას ეცვას კომფორტულად და გამოიყურებოდეს ელეგანტურად ნებისმიერ გარემოში. "პალეკარტი" შექმნის პირველ თვეებში, მხოლოდ ციფრული არხების საშუალებით ფუნქციონირებდა. მომხარებელთა დიდი დაინტერესებისა და მოთხოვნის შემდეგ, დაახლოებით 1 თვის წინ, შევძელით გაგვეკეთებინა შოურუმი და დავახლოვებოდით იმ სამომავლო კონცეფციის განხორციელებას, რა იდეითაც დავიწყეთ ბრენდის ჩამოყალიბება. შოურუმთან ერთად ჩვენ გავმართეთ მცირე სამკერვალო და "პალეკარტი" მომხმარებლის წინაშე წარსდგება, როგორც ატელიე-შოურუმი (მაღაზია)", - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი აბო მენაბდე.

შოურუმის გახსნის შემდეგ საგრძნობლად მოიმატა მომხმარებლების აქტიურობამ, რაც შედეგზე დადებითად აისახა, რადგან მომხმარებლისთვის კომფორტულია ტანსაცმლის ადგილზე მორგება, ხელით შეხება და ამომწურავი ინფორმაციის მიღება სასიამვნო გარემოში. რაც შეეხება სამკერვალოს ნაწილს, ჩვენი სამკერვალო საშუალებას მოგვცემს შევქმნათ ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის პროდუქტი, რაც ბრენდის კოლექციას კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის.

"ასევე ახლო მომავალში გვექნება მაღალი ხარისხის, კომფორტული სერვისი ე.წ Bespoke Tailoring. ინდივიდუალური კერვის სერვისი, ერთი მხრივ "პალეკარტისთვის" იქნება საშუალება მომხმარებლებს მოვემსახუროთ ინდივიდუალურად, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებლები შეძლებენ თავის სხეულზე მორგებული, გამორჩეული დიზაინის სამოსი შეიკერონ,“ - ამბობს აბო მენაბდე, „პალეკარტის“ დამფუძნებელი.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები