ბიზნესი
25/06/2020

მარეგულირებელმა თბილისი ენერჯი გააფრთხილა

სემეკმა კომპანია „თბილისი ენერჯის“ წერილობით აფრთხილებს.

კომისია მიიჩნევს, რომ კომპანიამ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნები დაარღვია. კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ შპს „მმს გაზისთვის“ ბუნებრივი გაზის შეწყვეტა მოხდა „მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დარღვევით.

კომისიის ცნობით, „თბილისი ენერჯის“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში შესაძლოა დაჯარიმდეს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კანონმდებლობით, კომისია უფლებამოსილია დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საწარმო წერილობით გააფრთხილოს ან მას დააკისროს 5 000-დან 75 000 ლარამდე ჯარიმა.

Businesspartner