ბიზნესი
25/06/2020
ავტორი: Business Partner

მარეგულირებელს კლინიკების შემოწმება სასამართლოს გვერდის ავლით სურს - ცვლილებებს პარლამენტი მხარს არ უჭერს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც კლინიკებში შესამოწმებლად სასამართლოს გვერდის ავლით შესვლას და სანქციების გამკაცრებას ეხება, საპარლამენტო კომიტეტებში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

დარგობრივი ასოციციები და კლინიკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამინისტრომ ცვლილებები ისევ მათთან კონსულტაციების გარეშე მოამზადა და გაზრდილი უფლებების არასათანადოდ გამოიყენების საფრთხე ჩნდება.

ცვლილებით მარეგულირებელს არა ერთხელ, არამედ 3-ჯერ შეეძლება ერთიდაიგივე კლინიკის შემოწმება, ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მარეგულირებელს უნდა ჰქონდეს ბერკეტი,  გადაცდომებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის.

რაც შეეხება ჯარიმებს უწყებაში მიიჩნევენ, რომ კლინიკებისთვის ის ჯარიმები, რომლებიც დაწესებული იყო არ წარმოადგენდა დარღვევის გამოსწორებისთვის სტიმულს. ჯარიმების ოდენობა კი მკვეთრად იზრდება,  სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის ფულადი სანქცია 10 ათასიდან იზრდება არანკლებ 15 ათას და არუმეტეს 30 ათას ლარამდე.  სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს 7-დან 15 ათას ლარამდე ჯარიმას, ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა –1000-დან 2 000 ლარამდე.

საკითხის მხარდაჭერაზე დარგობრივმა კომიტეტმა უარი თქვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები