ბიზნესი
08/09/2021

მარნეულის სასურსათო ქარხანა: თანამშრომლების 40% ვაქცინირებულია

„მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ თანამშრომლების 40% სრულად ვაქცინირებულია.

კომპანიის დირექტორი  ვანო ცუკილაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი თითქმის ყოველდღე მიმდინარეობს, შესაბამისად, აცრილი თანამშრომლების რიცხვი მზარდია.

„დიდ სურვილს გამოთქვამენ, თუმცა, ერთი საინფორმაციო კამპანია მაინც ჩავატარეთ კომპანიაში. ყველამ გაითავისა, რომ მხოლოდ ვაქცინააცითაა შესაძლებელი ამ მძიმე სიტუაციიდან გამოვიდეს ქვეყანა. ჩვენთან სამუშაოები სეზონურია, შესაბამისად, თანამშრომლების ნაკადი იცვლება ხოლმე. როდესაც ახალი მოდის, მასთანაც ვმუშაობთ ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში, ჩვენი ქარხნის თანამშრომლების 100% სრულად იქნება ვაქცინირებული.

გარდა ამისა, თვეში ორჯერ მიმდინარეობს თანამშრომლების ჯანმრთელობის შემოწმებაც,“-აცხადებს ცუკილაშვილი.

შეგახსენებთ, "მარნეულის სასურსათო ქარხანა" საქართველოში საკვების მწარმოებელი ყველაზე დიდი ქარხანაა.  კომპანია ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს.

ქარხანა ქვემო ქართლის რეგიონში, თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ადგილმდებარეობის გამო, მარტივდება ნედლეულზე ხელმისაწვდომობა. ამ დროისთვის საკონსერვო კომპანია დაახლოებით 60 დასახელების პროდუქციას უშვებს.

ნედლეულის ნაწილს ქარხანა იბარებს პარტნიორი კომპანია "მარნეული აგროსგან", ნაწილს კი 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან. 

Businesspartner