ბიზნესი
01/05/2020

მინისტრი: ჩვენ ვიქნებით N1 ქვეყანა და არჩევანი მულტინაციონალური კორპორაციებისთვის

პოსტკრიზისულ ვითარებაში საქართველო გლობალური ბიზნესის ახალ გადანაწილებაში მოხვედრას გეგმავს.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მულტინაციონალური კომპანიების მოსაზიდად მუშაობა უკვე დაწყებულია. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მსხვილი კორპორაციების დაახლოებით 40% დარწმუნდა, ერთ ინდუსტრიულ ჰაბში წარმოების თავმოყრის მაღალ რისკიანობაზე, რასაც ბიზნესების რელოკაცია მოჰყვება.

„ახლა წავა ტენდენცია ამ ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებიდან ბიზნესების რელოკაციის პროცესისა სხვა ალტერნატიულ პლატფორმებზე და ჩვენ, საქართველო, იმიტომ რომ ყველაზე სწრაფად დავძლევთ კორონავირუსს, იმიტომ რომ კრიზისამდეც ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ბიზნესისთვის და საინვესტიციო გარემო გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, იმიტომ რომ გვაქვს გამართული დახმარების პროგრამები, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ნომერ პირველი არჩევანი ასეთი კორპორაციებისთვის, სადაც ისინი გადმოიტანენ თავის ბიზნესებს. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და კონკრეტულ პროგრამებს შევთავაზებთ ისეთ დარგებს, როგორიც არის ელექტრონაწარიმი, ფარმაცევტული პროდუქცია და სამედიცინო კვლევები, საფეიქრო და სამკერვალო წარმოება, ლოგისტიკა და პროფესიული ბიზნესის სერვისები და მრავალი სხვა. ეს მუშაობა უკვე დაწყებულია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას.

 

Businesspartner