ბიზნესი
24/09/2020

მინისტრის მოადგილე ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე არსებული გამოწვევებზე ისაუბრეს.

„ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი მოწყვლადი ჯგუფია ღონისძიებების ორგანიზების კომპანიები. ჩვენ მათთან გასულ კვირას ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. შედეგად, აეწყო ინფორმაციის გაცვლის პროცესი. დღეს გვქონდა მორიგი შეხვედრა უკვე კონკრეტული საკითხების განსახილველად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე საბანკო სექტორთან, ბანკების ასოციაციის დახმარებით, რადგან ბიზნესის პრობლემების ძირითადი ნაწილი აქაც საბანკო ვალდებულებებთანაა დაკავშირებული,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრების წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია გამართეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები