ბიზნესი
19/05/2022

"მოსავალი პირველი" - ახალი ქართული ღვინო ბაზარზე

ქართულ ბაზარზე "მოსავალი პირველი" გამოჩნდა. მცირე მარნების გაერთიანებაში წარმოდგენილია ქართლის და კახური ჯიშის ყურძნებისგან დამზადებული 4 სახეობის ღვინო.

როგორც "მოსავალი პირველის" თანადამფუძნებელი ერეკლე პაიჭაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, ქართლში იწარმოება კლასიკური, ევროპული სტილის ჩინურისა და გორული მწვანის ნაზავი; თავკვერი - წითელი ჯიშის ყურძენი; როზე, რომელიც დამზადებულია თავკვერისგან, ჩინურისა და გორული მწვანისგან; კახეთში აწარმოებენ რქაწითელისა და ბუერას ბლენდს - ეს არის 85% რქაწითელი და 15% ბუერა.

"ბუერა იშვიათი ჯიშის ყურძენია და მისგან ძალიან ცოტა კომპანია აყენებს ღვინოს. გვინდოდა, ექსპერიმენტულად გაგვეკეთებინა და კარგი გამოვიდა. კახური ტრადიციული მეთოდით არის დაყენებული, ქარვისფერი ღვინოა.

გარდა ამისა, წელს პირველად გავაკეთეთ პეტ-ნატი, ცქრიალა ღვინო. განსხვავებული ტექნოლოგიაა და თბილისში ძალიან პოპულარული ხდება. პირველად გავაკეთეთ მცირე რაოდენობით და იმდენად კარგი გამოვიდა, რამდენიმე თვეში უკვე აღარ იყო. ვაპირებთ რაოდენობა გავზარდოთ", - აღნიშნა ერეკლე პაიჭაძემ.

"მოსავალი პირველი" ამ ეტაპზე 7000-მდე ბოთლ ღვინოს ამზადებს. რეალიზაცია თბილისის ღვინის მაღაზიებსა და ბარებში ხდება. სამომავლოდ ღვინო გავა ბათუმში. იგეგმება ექსპორტზე გატანაც.

"ღვინის ფესტივალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ძალიან დაგვეხმარა. შემოთავაზებები იყო ღვინის მოყვარული საერთაშორისო ვიზიტორებისგან, რომლებიც ქართულ ღვინოს კარგად იცნობენ და საკუთარ ბაზარზე გატანის გამოცდილებაც აქვთ. ძირითადად იყვნენ შვედეთი, ლიტვა, დიდი ბრიტანეთიდან. ისინი პირდაპირ იმ მიზნით მოდიოდნენ, რომ შეერჩიათ ისეთი ღვინოები, რომელიც მოეწონებოდათ და თავის ბაზარზე გაყიდიდნენ. ჩვენით ძალიან დაინტერესდნენ და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შემოთავაზებას მივიღებთ. ასევე ჩვენით დაინტერესდა სლოვაკეთის ელჩი", - ამბობს ერეკლე პაიჭაძე.

მისი თქმით, სექტემბრიდან წარმოება გაიზრდება.

"ვგეგმავთ ყვარლის საფერავის დაყენებასაც. ჩვენი მიზანია, მაქსიმალური მრავალფეროვნება გვქონდეს და მხოლოდ რამდენიმე სახეობის ღვინოზე არ შევჩერდეთ.

ღვინოს სამი მეგობარი ვაწარმოებთ. აგრარულში რომ ვსწავლობდით, იქიდანვე გაგვიჩნდა სურვილი, რომ სხვადასხვა მარნების გაერთიანება გაგვეკეთებინა. ღვინის მოყვარული ადამიანისთვის პირველი მოსავალი არის განსაკუთრებული. პირველ მოსავალს ყველა განსაკუთრებული ენთუზიაზმით უდგება. ჩვენი პირველი მოსავალით მიღებული ენთუზიაზმი კი, ყველა მოსავალს გაჰყვება. ყველა დანარჩენი შემდეგი მოსავალი ჩვენთვის პირველი იქნება. ღვინის სახელიც სწორედ ამ იდეის ქვეშ მოვაქციეთ", - აღნიშნა ერეკლე პაიჭაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
01

22/06/2022
ბიზნესი

საქართველოში დამზადებული კომპოზიტური არმატურა შესაძლოა ლიეტუვასა და ლატვიაში გაიყიდოს
02

23/06/2022
ტურიზმი

სასტუმრო Lentekhi Mountain Inn გაფართოებას და სოფლის ტურიზმის განვითარებას გეგმავს
03

21/06/2022
ტექნოლოგიები

SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს
04

21/06/2022
სოფლის მეურნეობა

1.3 მლნ ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია - აუდიტის ანგარიში
05

20/06/2022
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022